ექსტრიმის მოყვარულთათვის

ჩვენი კლუბის წევრებს ვთავაზობთ ექსტრემალურ თავგადასავლებს, რომლებსაც მსოფლიოში ანალოგი არ აქვს. მაგალითად, გსურთ ჩვენთან ერთად საჰაერო ბურთით 1000 კმ. იფრინოთ ევროპის თავზე 4000 მეტრის სიმაღლეზე? – სტარტს ავიღებთ პოლონეთში, მაგრამ არ ვიცით, სად დავეშვებით. ეს შესაძლოა იყოს ნორვეგიის ჩრდილოეთი, ან ესპანეთის ხმელთაშუა ზღვის სანაპირო.
ცაში გავატარებთ დაახლოებით დღე-ნახევარს. ეს არის მხოლოდ ერთ-ერთი იმ მრავალი ექსტრემალური თავგადასავლიდან, რომლებიც ჩვენს კოლექციაშია, და რითაც ყველაზე გამოცდილი ექსტრემალური გართობის მოყვარულებიც კი აღფრთოვანდებიან.  

დასვენება და თავგადასავალი ყველა ადამიანის ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილია!
დასვენებით აღიდგენთ ფიზიკურ ძალას, თავგადასავლები კი ახალ, აქამდე უცნობ შეგრძნებებს განიჭებთ, რასაც ტურიზმის სამყაროში „ცხოვრების გამოცდილებას“ უწოდებენ.
დასვენება და თავგადასავალი ხდის თქვენს ცხოვრებას ფერადსა და აზრიანს!
ფუფუნების დონეზე დასვენებისა და თავგადასავლების ორგანიზება დიდი უნარია. ეს არის განსაკუთრებული ფილოსოფია და ყოველთვის ინდივიდუალური მიდგომა. გარდა ამისა, ის მოითხოვს გლობალური ტურისტული ინდუსტრიის ფართო ცოდნას და საიმედო საქმიან ურთიერთობებს პარტნიორებთან მთელი მსოფლიოს მასშტაბით. Georgia Luxury Travel Club არის ძვირადღირებული არდადეგებისა და თავგადასავლების საუკეთესო ორგანიზატორი.