განმარტოვების მოყვარულთათვის

ხდება ისეც, რომ ადამიანს უჩნდება ჩვეული სამყაროსგან დაშორებულ მანძილზე ყოფნის სურვილი. მას წარმოდგენა არ აქვს, რა შეიძლება იყოს ეს. მთავარია, მოხვდეს ისეთ ადგილებში, რომელთა შესახებაც არავის სმენია. ეს შეიძლება იყოს მოგზაურობა ამაზონის ჯუნგლებში, ჩინეთის მდინარეებში სათევზაო ტივით, მონღოლეთის სტეპებში, ან პირიქით – კომფორტული დასვენება საუკეთესო ბუტიკ სასტუმროში, მაგრამ, რა თქმა უნდა, დედამიწის რომელიმე ნაკლებად ცნობილ ადგილას.
ჩვენ შეგვიძლია ეს ყველაფერი მოვაწყოთ თქვენთვის, ჩვენი გამოცდილებისა და სამყაროს სიღრმისეული ცოდნის წყალობით.

დასვენება და თავგადასავალი ყველა ადამიანის ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილია!
დასვენებით აღიდგენთ ფიზიკურ ძალას, თავგადასავლები კი ახალ, აქამდე უცნობ შეგრძნებებს განიჭებთ, რასაც ტურიზმის სამყაროში „ცხოვრების გამოცდილებას“ უწოდებენ.
დასვენება და თავგადასავალი ხდის თქვენს ცხოვრებას ფერადსა და აზრიანს!
ფუფუნების დონეზე დასვენებისა და თავგადასავლების ორგანიზება დიდი უნარია. ეს არის განსაკუთრებული ფილოსოფია და ყოველთვის ინდივიდუალური მიდგომა. გარდა ამისა, ის მოითხოვს გლობალური ტურისტული ინდუსტრიის ფართო ცოდნას და საიმედო საქმიან ურთიერთობებს პარტნიორებთან მთელი მსოფლიოს მასშტაბით. Georgia Luxury Travel Club არის ძვირადღირებული არდადეგებისა და თავგადასავლების საუკეთესო ორგანიზატორი.