The Spirit of Adventure

კლუბი

„GEORGIA LUXURY TRAVEL CLUB“ – ეს არის კერძო წევრობაზე დაფუძნებული სამოგზაურო კლუბი, რომელიც შექმნილია კონკრეტულად იმ მომხმარებლისთვის, ვისაც სურს მიიღოს მასშტაბური გამოცდილება და უმაღლესი დონის მომსახურება, საკუთარი სამოგზაურო მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად.
მოგზაურობა, მრავალი ადამიანის ცხოვრებაში იქცა ცხოვრების წესად, არსებით და ემოციურ კომპონენტად.
ამ მიზეზით ჩვენ შევიმუშავეთ თანამშრომლობის უნიკალური სტრატეგია, რომელიც შეიქმნა მომსახურების მეტად პერსონალიზირებული დონის უზრუნველსაყოფად.

მომსახურება
ჩვენ გთავაზობთ ექსკლუზიურ წევრობას, რომელიც უზრუნველყოფს პერსონალიზირებულ მომსახურებას, შემუშავებულს ჩვენი გუნდის წევრებს, მომხმარებელსა და ჩვენს ადგილობრივ ექსპერტებს შორის პარტნიორობაზე დაყრდნობით.

პერსონალიზაცია
ჩვენ ვკურირებთ თქვენი სურვილების გათვალისწინებით და თქვენთან ერთად, ჩვენი ცოდნისა და გამოცდილების სინთეზით შექმნილ უნიკალურ სამოგზაურო მარშრუტებს.

გამოცდილება
ჩვენი გუნდი ითვლის გამოცდილების, პროფესიონალიზმის, მიზანდასახულობის, ენთუზიაზმისა და ცოდნის ათწლეულებს; ჩვენ მოუთმენლად ველით, რომ დაგეხმაროთ დაუვიწყარი გამოცდილებების შექმნაში.

სარგებელი
მთელი მსოფლიოს მასშტაბით დამყარებული მჭიდრო ურთიერთობები პარტნიორებთან, საშუალებას გვაძლევს, გავაფართოვოთ ექსკლუზიური სტატუსი და ვუზრუნველყოთ, თქვენთვის  უნიკალურ პრივილეგიებთან წვდომა.

პარტნიორები
მოგზაურობა უდიდესი სიამოვნებაა. სახლში ჩამოტანილი ემოციები და ისტორიები არის სწორედ ის, რაც ასე დასამახსოვრებელს ხდის უცხო ქვეყანაში მოგზაურობას.
ჩვენი გუნდი, საერთაშორისო სამოგზაურო საზოგადოების „Serandipians”-ის წევრია, რომელიც, თავის მხრივ, წარმოადგენს და აერთიანებს მსოფლიო ლიდერებს ტურიზმის სფეროში. ჩვენი პარტნიორი კომპანიები, სასტუმროები, ვილები, იახტები, ავიაკომპანიები თუ სხვა მომსახურების სფეროს წარმომადგენლები, თავიანთ სფეროში საუკეთესონი არიან. ეს არის გარანტია იმისა, რომ თქვენი მოგზაურობა იქნება დაუვიწყარი.

დასვენება და თავგადასავალი ყველა ადამიანის ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილია!
დასვენებით აღიდგენთ ფიზიკურ ძალას, თავგადასავლები კი ახალ, აქამდე უცნობ შეგრძნებებს განიჭებთ, რასაც ტურიზმის სამყაროში „ცხოვრების გამოცდილებას“ უწოდებენ.
დასვენება და თავგადასავალი ხდის თქვენს ცხოვრებას ფერადსა და აზრიანს!
ფუფუნების დონეზე დასვენებისა და თავგადასავლების ორგანიზება დიდი უნარია. ეს არის განსაკუთრებული ფილოსოფია და ყოველთვის ინდივიდუალური მიდგომა. გარდა ამისა, ის მოითხოვს გლობალური ტურისტული ინდუსტრიის ფართო ცოდნას და საიმედო საქმიან ურთიერთობებს პარტნიორებთან მთელი მსოფლიოს მასშტაბით. Georgia Luxury Travel Club არის ძვირადღირებული არდადეგებისა და თავგადასავლების საუკეთესო ორგანიზატორი.