ლაშქრობის მოყვარულთათვის

თქვენ შეგიძლიათ აირჩიოთ ნებისმიერი ცნობილი მარშრუტი (ევროპა, ამერიკა, აზია, აფრიკა) ისევე, როგორც მსოფლიოს ყველაზე მყუდრო კუთხე. თუ გამოცდილი „მთის მოყვარული“ ხართ და ზუსტად იცით, თუ სად გსურთ გამგზავრება, ჩვენ მოვაწყობთ თქვენთვის ასეთ მოგზაურობას მსოფლიოს ნებისმიერ, თქვენ მიერ არჩეულ წერტილში. თუ დამწყები მთამსვლელი ხართ, ჩვენ გიკარნახებთ, საიდან ჯობია დაიწყოთ და მაღალპროფესიონალურ დონეზე შეგიდგენთ თქვენი მოგზაურობის გეგმას.

დასვენება და თავგადასავალი ყველა ადამიანის ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილია!
დასვენებით აღიდგენთ ფიზიკურ ძალას, თავგადასავლები კი ახალ, აქამდე უცნობ შეგრძნებებს განიჭებთ, რასაც ტურიზმის სამყაროში „ცხოვრების გამოცდილებას“ უწოდებენ.
დასვენება და თავგადასავალი ხდის თქვენს ცხოვრებას ფერადსა და აზრიანს!
ფუფუნების დონეზე დასვენებისა და თავგადასავლების ორგანიზება დიდი უნარია. ეს არის განსაკუთრებული ფილოსოფია და ყოველთვის ინდივიდუალური მიდგომა. გარდა ამისა, ის მოითხოვს გლობალური ტურისტული ინდუსტრიის ფართო ცოდნას და საიმედო საქმიან ურთიერთობებს პარტნიორებთან მთელი მსოფლიოს მასშტაბით. Georgia Luxury Travel Club არის ძვირადღირებული არდადეგებისა და თავგადასავლების საუკეთესო ორგანიზატორი.