ყვინთაობის მოყვარულთათვის

წყალქვეშა სამყაროს დედამიწის სივრცის უმეტესი ნაწილი უკავია. მას აქვს თავისი უნიკალური ლანდშაფტი და დასახლებულია ჯადოსნური სილამაზის ცოცხალი არსებებით, რომელთაგან ბევრი გონიერიცაა.
ერთხელ, როცა ცნობილი იტალიელი მყვინთავი, ენცო მაიორკა, სიცილიის სანაპიროსთან ყვინთავდა, უეცრად მასთან დელფინი მიცურდა და შეეცადა მოძრაობებით რაღაცის თქმას. ენცო მიხვდა, რომ დელფინი მას ანიშნებდა გაჰყოლოდა. ის დელფინს წყლის სიღრმეში ჩაჰყვა, სადაც მეთევზის ბადეში გახლართული კიდევ ერთი დელფინი დაინახა. მყვინთავმა გაათავისუფლა გაჭირვებული დელფინი, რომელმაც “ადამიანური სიხარულის შეძახილი” ამოუშვა. ეს იყო მდედრი და თანაც ორსული. როგორც კი სამივე ამოვიდა წყლის ზედაპირზე, მამრმა დელფინმა წრე შემოხაზა, ენცოსთან მიცურდა და ცხვირით ლოყაზე შეეხო მადლიერების ნიშნად. ენცო თავის მოგონებებში წერდა: “სანამ ადამიანი არ ისწავლის ცხოველთა სამყაროსთან საუბარს, ის ვერ გაიგებს თავის ნამდვილ როლს დედამიწაზე.” მაშ, მოდით, გავეშუროთ ამ ცოდნის მოსაპოვებლად?!

დასვენება და თავგადასავალი ყველა ადამიანის ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილია!
დასვენებით აღიდგენთ ფიზიკურ ძალას, თავგადასავლები კი ახალ, აქამდე უცნობ შეგრძნებებს განიჭებთ, რასაც ტურიზმის სამყაროში „ცხოვრების გამოცდილებას“ უწოდებენ.
დასვენება და თავგადასავალი ხდის თქვენს ცხოვრებას ფერადსა და აზრიანს!
ფუფუნების დონეზე დასვენებისა და თავგადასავლების ორგანიზება დიდი უნარია. ეს არის განსაკუთრებული ფილოსოფია და ყოველთვის ინდივიდუალური მიდგომა. გარდა ამისა, ის მოითხოვს გლობალური ტურისტული ინდუსტრიის ფართო ცოდნას და საიმედო საქმიან ურთიერთობებს პარტნიორებთან მთელი მსოფლიოს მასშტაბით. Georgia Luxury Travel Club არის ძვირადღირებული არდადეგებისა და თავგადასავლების საუკეთესო ორგანიზატორი.