გასტრო ტურები

მათ, ვისაც  სურთ მაღალი ხარისხის სამზარეულოს სამყაროს აღმოჩენა, ჩვენ ვთავაზობთ ინდივიდუალურ  გასტრონომიულ ტურებს. ჩვენ შევიმუშავებთ თქვენთვის ყველაზე საინტერესო მარშრუტებს და თქვენ ეწვევით რესტორნებს საუკეთესო შეფ-მზარეულებით. ამავდროულად, Gourmet Tours არ არის მხოლოდ „ fusion “, თოვლივით თეთრი სუფრები და ბროლის ჭიქების წკრიალი, ეს, რა თქმა უნდა, ეროვნული სამზარეულოები და კერძების უნიკალურობაა, რომლებსაც „მხოლოდ აქ ამზადებენ!“ მაგალითად,   შეგვიძლია გავემგზავროთ პიემონტში  “თეთრი ტრიუფელის სეზონზე”,  ან გავემგზავროთ “განსაკუთრებული ისტორიების საძიებლად”. სუში მზადდება მთელ იაპონიაში, მაგრამ მხოლოდ ამ საოჯახო დაწესებულებაში, სადაც მხოლოდ ოთხი მაგიდაა, ის მზადდება ას წელზე მეტი ხნის განმავლობაში და აქ შესვლას სჭირდება ჩაწერა არანაკლებ ერთი წლით ადრე! და ეს ყველაფერი თქვენი არჩევით!

დასვენება და თავგადასავალი ყველა ადამიანის ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილია!
დასვენებით აღიდგენთ ფიზიკურ ძალას, თავგადასავლები კი ახალ, აქამდე უცნობ შეგრძნებებს განიჭებთ, რასაც ტურიზმის სამყაროში „ცხოვრების გამოცდილებას“ უწოდებენ.
დასვენება და თავგადასავალი ხდის თქვენს ცხოვრებას ფერადსა და აზრიანს!
ფუფუნების დონეზე დასვენებისა და თავგადასავლების ორგანიზება დიდი უნარია. ეს არის განსაკუთრებული ფილოსოფია და ყოველთვის ინდივიდუალური მიდგომა. გარდა ამისა, ის მოითხოვს გლობალური ტურისტული ინდუსტრიის ფართო ცოდნას და საიმედო საქმიან ურთიერთობებს პარტნიორებთან მთელი მსოფლიოს მასშტაბით. Georgia Luxury Travel Club არის ძვირადღირებული არდადეგებისა და თავგადასავლების საუკეთესო ორგანიზატორი.