ღვინის ტურები

საქართველო მეღვინეობის სამშობლოა. კარგი ღვინით ქართველის გაოცება რთულია. მაგრამ, მიუხედავად ამისა, მცოდნეებს უნდა აინტერესებდეთ, თუ რა ხდება მსოფლიოს მეღვინეობის სხვა ადგილებში?! და სულაც არ არის აუცილებელი, ეს იყოს ტრადიციული იტალია, საფრანგეთი, ესპანეთი. თქვით,  ბოლოს როდის დააგემოვნეთ  რაინის ღვინოები? ან  უნგრული? ან იქნებ სამხრეთ აფრიკაში გავემგზავროთ?!

დასვენება და თავგადასავალი ყველა ადამიანის ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილია!
დასვენებით აღიდგენთ ფიზიკურ ძალას, თავგადასავლები კი ახალ, აქამდე უცნობ შეგრძნებებს განიჭებთ, რასაც ტურიზმის სამყაროში „ცხოვრების გამოცდილებას“ უწოდებენ.
დასვენება და თავგადასავალი ხდის თქვენს ცხოვრებას ფერადსა და აზრიანს!
ფუფუნების დონეზე დასვენებისა და თავგადასავლების ორგანიზება დიდი უნარია. ეს არის განსაკუთრებული ფილოსოფია და ყოველთვის ინდივიდუალური მიდგომა. გარდა ამისა, ის მოითხოვს გლობალური ტურისტული ინდუსტრიის ფართო ცოდნას და საიმედო საქმიან ურთიერთობებს პარტნიორებთან მთელი მსოფლიოს მასშტაბით. Georgia Luxury Travel Club არის ძვირადღირებული არდადეგებისა და თავგადასავლების საუკეთესო ორგანიზატორი.