ანტიკვარიატის ბაზრობები

ეს ძალიან განსაკუთრებული მოგზაურობაა. პირველ რიგში, ეს აზარტია! მათთვის, ვინც იცის Flea Markets, იმისთვის კარგადაა ცნობილი, რომ აქ, ძველ და თანამედროვე ნივთებს შორის ზოგჯერ შეიძლება წააწყდეთ უნიკალურ ნივთს, რომელსაც ფასი არ აქვს. Flea Markets არსებობს და მუდმივად ან პერიოდულად მოქმედებს მსოფლიოს ყველა ქვეყანაში. რა თქმა უნდა, მსოფლიოს მეორე ბოლოში წასვლა მხოლოდ Flea Market-ის სანახავად  ყოველთვის არ არის გამართლებული. თუმცა, ვისთვის როგორ?! მაგრამ ჩვენ მაინც გთავაზობთ ქვეყანაში თემატურ მოგზაურობას და  ბაზარში   ვიზიტის შეზავებას.

დასვენება და თავგადასავალი ყველა ადამიანის ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილია!
დასვენებით აღიდგენთ ფიზიკურ ძალას, თავგადასავლები კი ახალ, აქამდე უცნობ შეგრძნებებს განიჭებთ, რასაც ტურიზმის სამყაროში „ცხოვრების გამოცდილებას“ უწოდებენ.
დასვენება და თავგადასავალი ხდის თქვენს ცხოვრებას ფერადსა და აზრიანს!
ფუფუნების დონეზე დასვენებისა და თავგადასავლების ორგანიზება დიდი უნარია. ეს არის განსაკუთრებული ფილოსოფია და ყოველთვის ინდივიდუალური მიდგომა. გარდა ამისა, ის მოითხოვს გლობალური ტურისტული ინდუსტრიის ფართო ცოდნას და საიმედო საქმიან ურთიერთობებს პარტნიორებთან მთელი მსოფლიოს მასშტაბით. Georgia Luxury Travel Club არის ძვირადღირებული არდადეგებისა და თავგადასავლების საუკეთესო ორგანიზატორი.