The Spirit of Adventure

Anantara Lawana Koh Samui-ს კურორტი

კურორტი გთავაზობთ მდიდრულ დასვენებას კუნძულზე, ტროპიკულ მყუდრო ადგილას, ხმაურიან ჩავენგის სანაპიროზე, აეროპორტიდან, სულ რაღაც, 7 წუთის სავალზე.
ვილები, ლაგუნის აუზებით, განლაგებულია ჯგუფურად და შემოსაზღვრულია პალმებით, რაც ადრეულ სინო-ტაის დასახლებებს გვახსენებს.

შექმნილია ისე, რომ წააგავს ტრადიციულ ტაილანდურ სოფელს, კურორტის კეთილმოწყობა კი გვიჩვენებს ჩინური ვაჭრების გავლენას კუნძულზე.
გაგრილდით სანაპიროზე და დაკავდით სხვადასხვა წყლის სპორტის სახეობით. ისადილეთ „Tree Tops Sky Dining“ სასადილოსა და ბარში, კერძო სასადილო ოთახში სანაპირო ხედებით.

დასვენება და თავგადასავალი ყველა ადამიანის ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილია!
დასვენებით აღიდგენთ ფიზიკურ ძალას, თავგადასავლები კი ახალ, აქამდე უცნობ შეგრძნებებს განიჭებთ, რასაც ტურიზმის სამყაროში „ცხოვრების გამოცდილებას“ უწოდებენ.
დასვენება და თავგადასავალი ხდის თქვენს ცხოვრებას ფერადსა და აზრიანს!
ფუფუნების დონეზე დასვენებისა და თავგადასავლების ორგანიზება დიდი უნარია. ეს არის განსაკუთრებული ფილოსოფია და ყოველთვის ინდივიდუალური მიდგომა. გარდა ამისა, ის მოითხოვს გლობალური ტურისტული ინდუსტრიის ფართო ცოდნას და საიმედო საქმიან ურთიერთობებს პარტნიორებთან მთელი მსოფლიოს მასშტაბით. Georgia Luxury Travel Club არის ძვირადღირებული არდადეგებისა და თავგადასავლების საუკეთესო ორგანიზატორი.