The Spirit of Adventure

გამოსცადეთ სამხრეთ ნახევარსფეროს ზომიერი ზამთარი მავრიკიაში

იცოდით, რომ მაისიდან სექტემბრამდე ტემპერატურა მავრიკში მერყეობს 24 °C-დან 30 °C-მდე? „სამეფო პალმა“ გთავაზობთ არაჩვეულებრივი განმარტოების შესაძლებლობას, სადაც თქვენ შეგიძლიათ დატკბეთ ლაგუნების სილამაზით და თბილი ამინდებით. მაქსიმალურად ისიამოვნოთ სპორტული აქტივობებით, ულამაზესი ხედებით და ვეშაპებზე დაკვირვებით. ამ ულამაზეს ტროპიკულ კუნძულს, მთელი წლის განმავლობაში შეგიძლიათ ესტუმროთ, თუმცა ზამთარი სამხრეთ ნახევარსფეროში სამოგზაუროდ საუკეთესო სეზონია.

თუ თქვენ არ ხართ სპორტის მოყვარული და გესაჭიროებათ უბრალოდ დასვენება, თქვენთვის შეზლონგი ყოველთვის მზად არის თეთრი ქვიშის სანაპიროზე. ასევე, შეგიძლიათ ეწვიოთ გამაჯანსაღებელ ცენტრს, დამამშვიდებელი მასაჟისთვის.

გარდა ამისა, ამ სეზონის განმავლობაში, ჩვენ გთავაზობთ განახლებულ კვების გეგმას, რაც მოგცემთ საშუალებას, დააგემოვნოთ და გაეცნოთ ადგილობრივ სამზარეულოს.

დასვენება და თავგადასავალი ყველა ადამიანის ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილია!
დასვენებით აღიდგენთ ფიზიკურ ძალას, თავგადასავლები კი ახალ, აქამდე უცნობ შეგრძნებებს განიჭებთ, რასაც ტურიზმის სამყაროში „ცხოვრების გამოცდილებას“ უწოდებენ.
დასვენება და თავგადასავალი ხდის თქვენს ცხოვრებას ფერადსა და აზრიანს!
ფუფუნების დონეზე დასვენებისა და თავგადასავლების ორგანიზება დიდი უნარია. ეს არის განსაკუთრებული ფილოსოფია და ყოველთვის ინდივიდუალური მიდგომა. გარდა ამისა, ის მოითხოვს გლობალური ტურისტული ინდუსტრიის ფართო ცოდნას და საიმედო საქმიან ურთიერთობებს პარტნიორებთან მთელი მსოფლიოს მასშტაბით. Georgia Luxury Travel Club არის ძვირადღირებული არდადეგებისა და თავგადასავლების საუკეთესო ორგანიზატორი.