ვიქენდი

თუ სულ რამდენიმე დღე გაქვთ დაღლილობის მოსახსნელად, შვებულებისგან ყველაზე დადებითი შთაბეჭდილებების მისაღებად, მსოფლიოში ბევრი ადგილია, სადაც ეს შეიძლება გაკეთდეს, მაგრამ დროში შეზღუდული ხართ. ამიტომ, ჯერ თქვენ უნდა ჩამოაყალიბოთ თქვენი კონკრეტული სურვილები, იპოვოთ ადგილი თქვენთან სიახლოვის გათვალისწინებით, რათა ფრენაზე დიდი დრო არ დახარჯოთ, მოიფიქროთ თქვენთვის საინტერესო პროგრამა.
ჩვენ ამ ყველაფერს მოგიმზადებთ დაუყოვნებლივ. თქვენ მხოლოდ უნდა გვიამბოთ თქვენი სურვილების შესახებ.

დასვენება და თავგადასავალი ყველა ადამიანის ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილია!
დასვენებით აღიდგენთ ფიზიკურ ძალას, თავგადასავლები კი ახალ, აქამდე უცნობ შეგრძნებებს განიჭებთ, რასაც ტურიზმის სამყაროში „ცხოვრების გამოცდილებას“ უწოდებენ.
დასვენება და თავგადასავალი ხდის თქვენს ცხოვრებას ფერადსა და აზრიანს!
ფუფუნების დონეზე დასვენებისა და თავგადასავლების ორგანიზება დიდი უნარია. ეს არის განსაკუთრებული ფილოსოფია და ყოველთვის ინდივიდუალური მიდგომა. გარდა ამისა, ის მოითხოვს გლობალური ტურისტული ინდუსტრიის ფართო ცოდნას და საიმედო საქმიან ურთიერთობებს პარტნიორებთან მთელი მსოფლიოს მასშტაბით. Georgia Luxury Travel Club არის ძვირადღირებული არდადეგებისა და თავგადასავლების საუკეთესო ორგანიზატორი.