სანაპიროზე დასვენება

ყველაზე ეგზოტიკურ „პლაჟის დასვენებად“ ითვლება „კუნძულებზე მოგზაურობა“. ისინი იყოფა ორ კატეგორიად: კუნძულები, რომელთა ნახვაც გსურთ და კუნძულები, სადაც გსურთ დაბრუნება. პირველი, როგორც წესი, არის ადგილები, რომელთა შესახებაც მეგობრებმა გიამბეს. მეორე არის ის, სადაც უკვე იყავით და ისეთი წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა თქვენზე, რომ თქვენ აუცილებლად კიდევ ერთხელ გინდათ იქ წასვლა. მსოფლიო რეიტინგის თანახმად, ასეთი ადგილების „ტოპ ათეულში“ აღმავალი თანმიმდევრობით შედის: British Virgin Islands, Mykonos, Bermuda, Seychelles, Anguilla, Boracay, Maldives, Bora Bora, Palawan, Aruba. თქვენ მხოლოდ უნდა გააკეთოთ არჩევანი და გვაცნობოთ ჩვენ!

დასვენება და თავგადასავალი ყველა ადამიანის ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილია!
დასვენებით აღიდგენთ ფიზიკურ ძალას, თავგადასავლები კი ახალ, აქამდე უცნობ შეგრძნებებს განიჭებთ, რასაც ტურიზმის სამყაროში „ცხოვრების გამოცდილებას“ უწოდებენ.
დასვენება და თავგადასავალი ხდის თქვენს ცხოვრებას ფერადსა და აზრიანს!
ფუფუნების დონეზე დასვენებისა და თავგადასავლების ორგანიზება დიდი უნარია. ეს არის განსაკუთრებული ფილოსოფია და ყოველთვის ინდივიდუალური მიდგომა. გარდა ამისა, ის მოითხოვს გლობალური ტურისტული ინდუსტრიის ფართო ცოდნას და საიმედო საქმიან ურთიერთობებს პარტნიორებთან მთელი მსოფლიოს მასშტაბით. Georgia Luxury Travel Club არის ძვირადღირებული არდადეგებისა და თავგადასავლების საუკეთესო ორგანიზატორი.