თაფლობისთვე

თაფლობის თვე ერთ-ერთია იმ მოგზაურობათაგანი, რომელიც მოითხოვს ზედმიწევნით გააზრებულ დაგეგმვას და „ღირსეულ“ ბიუჯეტს. თქვენ ხომ ამ მოგზაურობაში მხოლოდ ერთხელ მიდიხართ, ამიტომ ის უნდა იყოს განსაკუთრებული: მსუბუქი, კომფორტული, ექსტრავაგანტული, შთამბეჭდავი! და ეს არ უნდა შემოიფარგლოს ერთი კვირით – დაე, იყოს სამი! და სულაც  არ არის აუცილებელი ამ დღეების ერთ ადგილას გატარება. დაე, რამდენიმე ადგილი იყოს! რას იტყვით კომბინაციაზე: ტანზანია და ტოსკანა ან პატაგონია და ფიჯი?!

დასვენება და თავგადასავალი ყველა ადამიანის ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილია!
დასვენებით აღიდგენთ ფიზიკურ ძალას, თავგადასავლები კი ახალ, აქამდე უცნობ შეგრძნებებს განიჭებთ, რასაც ტურიზმის სამყაროში „ცხოვრების გამოცდილებას“ უწოდებენ.
დასვენება და თავგადასავალი ხდის თქვენს ცხოვრებას ფერადსა და აზრიანს!
ფუფუნების დონეზე დასვენებისა და თავგადასავლების ორგანიზება დიდი უნარია. ეს არის განსაკუთრებული ფილოსოფია და ყოველთვის ინდივიდუალური მიდგომა. გარდა ამისა, ის მოითხოვს გლობალური ტურისტული ინდუსტრიის ფართო ცოდნას და საიმედო საქმიან ურთიერთობებს პარტნიორებთან მთელი მსოფლიოს მასშტაბით. Georgia Luxury Travel Club არის ძვირადღირებული არდადეგებისა და თავგადასავლების საუკეთესო ორგანიზატორი.