კერძო თვითმფრინავები

კერძო თვითმფრინავის დაქირავება საშუალებას მოგცემთ იმოგზაუროთ განმარტოებულად, ფუფუნებასა და კომფორტში. ის მოიცავს ასევე საბაჟო და სასაზღვრო კონტროლის სწრაფ გავლას. ჩვენ ვმუშაობთ მხოლოდ სანდო ჩარტერულ გადამზიდ კომპანიებთან, რომელთა პარკი შედგება მხოლოდ თანამედროვე თვითმფრინავებისგან: Gulfstream, Bombardier, Embraer, Falcon და ა.შ. ეკიპაჟის წევრებს აქვთ ბიზნეს ავიაციაში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება და ზუსტად იციან რას ელიან ჩვენი სტუმრები ფრენისგან. ისინი გახდიან თქვენს მოგზაურობას სასიამოვნოს და უსაფრთხოს. მიუხედავად იმისა, თუ სად გსურთ ან საიდან გსურთ გაფრენა, ჩვენ ვუზრუნველვყოფთ თვითმფრინავის სწრაფად მოძიებას და ჩამოყვანას. თუ გადაწყვეტთ ვერტმფრენის გამოყენებას თქვენს მასპინძელ ქვეყანაში, ჩვენ შეგვიძლია მოგაწოდოთ ეს სერვისიც.

დასვენება და თავგადასავალი ყველა ადამიანის ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილია!
დასვენებით აღიდგენთ ფიზიკურ ძალას, თავგადასავლები კი ახალ, აქამდე უცნობ შეგრძნებებს განიჭებთ, რასაც ტურიზმის სამყაროში „ცხოვრების გამოცდილებას“ უწოდებენ.
დასვენება და თავგადასავალი ხდის თქვენს ცხოვრებას ფერადსა და აზრიანს!
ფუფუნების დონეზე დასვენებისა და თავგადასავლების ორგანიზება დიდი უნარია. ეს არის განსაკუთრებული ფილოსოფია და ყოველთვის ინდივიდუალური მიდგომა. გარდა ამისა, ის მოითხოვს გლობალური ტურისტული ინდუსტრიის ფართო ცოდნას და საიმედო საქმიან ურთიერთობებს პარტნიორებთან მთელი მსოფლიოს მასშტაბით. Georgia Luxury Travel Club არის ძვირადღირებული არდადეგებისა და თავგადასავლების საუკეთესო ორგანიზატორი.