ისტორია და კულტურა

ტიტების ყვავილობა ჰოლანდიაში, ძველი რომაული დასახლებების კვალი ევროპაში, შუა საუკუნეების ციხესიმაგრეები ინგლისში, საფრანგეთში, გერმანიაში, სახლი, რომელიც ააშენა ვანდერბილტმა, ტბები, თავისი მონსტრებით- ცნობილი  იდუმალი მისტიკური შენობები, კოვბოების რანჩოები ამერიკაში, ლათინური ამერიკის ფერწერა, ვუდუს რიტუალები ცენტრალურ აფრიკაში,  ბედუინების სადგომები საჰარაში, აღმოსავლეთის სუფიური სკოლები – მსოფლიოში   უსასრულო რაოდენობის თემებია, რომლებიც ქმნიან მის კულტურასა და ისტორიას. გვითხარით, კონკრეტულად რა გაინტერესებთ და ჩვენ გაგგზავნით “ჯადოსნურ წარსულ აწმყოში”!

დასვენება და თავგადასავალი ყველა ადამიანის ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილია!
დასვენებით აღიდგენთ ფიზიკურ ძალას, თავგადასავლები კი ახალ, აქამდე უცნობ შეგრძნებებს განიჭებთ, რასაც ტურიზმის სამყაროში „ცხოვრების გამოცდილებას“ უწოდებენ.
დასვენება და თავგადასავალი ხდის თქვენს ცხოვრებას ფერადსა და აზრიანს!
ფუფუნების დონეზე დასვენებისა და თავგადასავლების ორგანიზება დიდი უნარია. ეს არის განსაკუთრებული ფილოსოფია და ყოველთვის ინდივიდუალური მიდგომა. გარდა ამისა, ის მოითხოვს გლობალური ტურისტული ინდუსტრიის ფართო ცოდნას და საიმედო საქმიან ურთიერთობებს პარტნიორებთან მთელი მსოფლიოს მასშტაბით. Georgia Luxury Travel Club არის ძვირადღირებული არდადეგებისა და თავგადასავლების საუკეთესო ორგანიზატორი.