მხოლოდ გოგონებისთვის

რა არის Girls Getaways? ეს არის თქვენი დასვენება ახლო მეგობრებთან ერთად და ამისთვის არ არის აუცილებელი ზაფხულის ლოდინი, აქ ყველა სეზონი კარგია, შესაძლებლობები კი უსაზღვრო. თქვენ შეგიძლიათ მხიარულ კამპანიასთან ერთად ეწვიოთ ერთ-ერთი შორეული ეგზოტიკური ქვეყნის დედაქალაქს და გააკეთოთ ეს “მშვიდ სეზონზე” ან დაისვენოთ უახლოეს ზღვის სანაპიროზე აუტანელი სიცხის გარეშე, ან შეგიძლიათ შეისწავლოთ რამდენიმე მყუდრო პროვინციული ქალაქი, მაგალითად, იტალიაში, საფრანგეთში, პორტუგალიაში, ან, ან, ან… თუმცა, ნებისმიერ შემთხვევაში, ამ მოგზაურობის წინასწარი და გააზრებული დაგეგმვა არ იქნება ურიგო! თქვენ ხომ მარტო არ მიდიხართ და კამპანიის ყველა წევრის ინტერესები უნდა იყოს გათვალისწინებული. ჩვენ თქვენთან ერთად დავგეგმავთ ასეთ მარშრუტს და შევავსებთ ისეთი ღონისძიებებით, რომლებიც ამ მოგზაურობას დაუვიწყარს გახდის ყველა მონაწილისთვის.

დასვენება და თავგადასავალი ყველა ადამიანის ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილია!
დასვენებით აღიდგენთ ფიზიკურ ძალას, თავგადასავლები კი ახალ, აქამდე უცნობ შეგრძნებებს განიჭებთ, რასაც ტურიზმის სამყაროში „ცხოვრების გამოცდილებას“ უწოდებენ.
დასვენება და თავგადასავალი ხდის თქვენს ცხოვრებას ფერადსა და აზრიანს!
ფუფუნების დონეზე დასვენებისა და თავგადასავლების ორგანიზება დიდი უნარია. ეს არის განსაკუთრებული ფილოსოფია და ყოველთვის ინდივიდუალური მიდგომა. გარდა ამისა, ის მოითხოვს გლობალური ტურისტული ინდუსტრიის ფართო ცოდნას და საიმედო საქმიან ურთიერთობებს პარტნიორებთან მთელი მსოფლიოს მასშტაბით. Georgia Luxury Travel Club არის ძვირადღირებული არდადეგებისა და თავგადასავლების საუკეთესო ორგანიზატორი.