სპა & დასვენება

თვალწარმტაც ადგილებში დასვენება ,ორგანიზმის გაჯანსაღებასთან ერთად , სპეციალიზებულ 5 -ვარსკვლავიან  ველნეს კურორტებზე. თქვენს სამსახურშია დიაგნოსტიკა, რომელიც განსაზღვრავს ჯანმრთელობის რესურსებს, სტრესის დონეს, ფიტნეს სტატუსს, კარდიო სტატუსს, მეტაბოლიზმს და მრავალ სხვა თანამედროვე მეთოდს, ინდივიდუალურად შედგენილ პროგრამებს. ამ ადგილების გეოგრაფია ძალიან ფართოა: ინდოეთში ჰიმალაის მთის ძირიდან  ესპანეთის ხმელთაშუა ზღვის სანაპირომდე და შვეიცარიის მთის ტბებამდე.

დასვენება და თავგადასავალი ყველა ადამიანის ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილია!
დასვენებით აღიდგენთ ფიზიკურ ძალას, თავგადასავლები კი ახალ, აქამდე უცნობ შეგრძნებებს განიჭებთ, რასაც ტურიზმის სამყაროში „ცხოვრების გამოცდილებას“ უწოდებენ.
დასვენება და თავგადასავალი ხდის თქვენს ცხოვრებას ფერადსა და აზრიანს!
ფუფუნების დონეზე დასვენებისა და თავგადასავლების ორგანიზება დიდი უნარია. ეს არის განსაკუთრებული ფილოსოფია და ყოველთვის ინდივიდუალური მიდგომა. გარდა ამისა, ის მოითხოვს გლობალური ტურისტული ინდუსტრიის ფართო ცოდნას და საიმედო საქმიან ურთიერთობებს პარტნიორებთან მთელი მსოფლიოს მასშტაბით. Georgia Luxury Travel Club არის ძვირადღირებული არდადეგებისა და თავგადასავლების საუკეთესო ორგანიზატორი.